12.მაისი .2021 22:00

თეთრი სახლი: გვსურს, ინდოეთის მაგალითით მოსახლეობას ვაქცინის საჭიროება დავანახოთ

თეთრი სახლი: გვსურს, ინდოეთის მაგალითით მოსახლეობას ვაქცინის საჭიროება დავანახოთ
views 245
უკან

თეთრი სახლი აშშ-ის იმ მოქალაქეებს, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია, აიცრან თუ არა, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მათ ინდოეთის მაგალითი უნდა გაითვალისწინონ, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დროულად არ გაიკეთებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ CNN-ი წერს.

თეთრი სახლის უფროსი მრჩევლის ენდი სლავიტის განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, ზოგიერთ მათგანს მეტი დრო სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.

„თუ კითხვები გაქვთ და ყოყმანობთ, მიმართეთ ექიმს. 150 მილიონმა ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და შეგიძლიათ გაეცნოთ სტატისტიკას ან გაესაუბროთ აცრილ პირებს“, - აცხადებს ენდი სლავიტი.

მისივე თქმით, ინდოეთის მაგალითზე შიძლება ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ მოსახლეობის  ვაქცინაცია დროულად არ ჩატარდება.

„შეხედეთ ინდოეთს, ეს კარგი მაგალითია დაინახოთ, რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ მოსახლეობის ვაქცინაცია დროულად არ მოხდება. ჩვენი მიზანია მოსახლეობას ამ მაგალითით დავანახოთ კოვიდვაქცინის მიღების საჭიროება“, - განაცხადა ენდი სლავიტმა.