მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეთრი სახლი თანამშრომლებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებს

5eba578c90a5d
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 12:24
822
თეთრი სახლის ადმინისტრაცია თანამშრომლებს  მოუწოდებს, პირბადეები ატარონ იქამდე, ვიდრე კოლეგებისგან დისტანცირებულ მანძილზე საკუთარ ადგილს არ დაიკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, თეთრი სახლის თანამშრომლებს მემორანდუმი გააცნეს, სადაც ნათქვამია, რომ თანაშემწეებმა დასავლეთ ფლანგში სახის დამცავი ნიღბები უნდა ატარონ ან თუ ეს შესაძლებელია, საერთოდ აარიდონ თავი პრეზიდენტ ტრამპის ოფისს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრი სახლის სამი მაღალი რანგის თანამშრომელი, მათ შორის ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი თვითიზოლაციაში გადავიდა.

ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს, რომ თეთრი სახლის ახალი მემორანდუმი, თავად დონალდ ტრამპზე, სავარაუდოდ, არ გავრცელდება.