მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბლიცკრიგი“, რომლის იმედი ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ, არ შედგა - პუტინი

625596d06198a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.22 19:55
9263
„ის „ბლიცკრიგი“, რომელზეც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ გათვლა, არ შედგა, ეს ცხადია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ სტაბილურად და ეფექტიანად მუშაობს.

„რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა ფეხზე საკმაოდ მყარად დგას. ვფიქრობ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნების ტრენდი მშვიდი, რიტმული, ეკონომიკური ბლოკის პროფესიონალური მუშაობა უახლოეს მომავალში შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ დღეისთვის გარკვეული პრობლემები არის, თუმცა ხელისუფლება ყველა რისკს აცნობიერებს. „რა თქმა უნდა, პრობლემები არის, სხვა შემთხვევაში ცენტრალური ბანკის განაკვეთი 20%-მდე არ გაიზრდებოდა, მაგრამ როგორც იცით, ცენტრალურმა ბანკმა საკვანძო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და, ზოგადად, არსებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პასუხობს“, - თქვა პრეზიდენტმა.