რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ქონების იურიდიული დაცვისთვის ფინანსური რესურსი გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოსცა, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა. დოკუმენტი ყოფილი რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ქონებაზე ვრცელდება, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაა.
„ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯებისთვის გამოყოფილი სუბსიდია, რომელიც რუსული უძრავი ქონების მოძიებასთან იქნება დაკავშირებული, „საზღვარგარეთ საკუთრების მართვის კომპანიას“ გადაეცემა. უძრავი ქონების მოძიების გარდა ამ ორგანიზაციას რუსული ქონების იურიდიული დაცვის საკითხების მოგვარება დაევალება.
რუსული გამოცემების ცნობით, 11 იანვარს ლატვიის სეიმმა რიგაში «Дома Москвы»-ს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ კანონი მიიღო. ამ ქონების რეალიზების შედეგად მიღებული რესურსი უკრაინის დასახმარებლად მიიმართება. ამავე დღეს რუსეთის საელჩომ სეიმის აღნიშნული გადაწყვეტილება „სამართლებრივ თვითნებობად და სახელმწიფო ძარცვად“ შეაფასა. უწყებამ ლატვიის მხარე გარდაუვალი საპასუხო ზომების შესახებ გააფრთხილა, რომელიც მათ შორის მატერიალური ზარალისა და «Дома Москвы»-ს მუშაობის შედეგად მიღებული დანაკლისის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენას მოიცავს.