29.ივნისი .2020 12:15

"საქმიანი განხილვა უკვე იყო" - ხუნდაძე კლინიკებთან დამატებით კონსულტაციას არ გეგმავს

"საქმიანი განხილვა უკვე იყო" - ხუნდაძე კლინიკებთან დამატებით კონსულტაციას არ გეგმავს
views 472
უკან

"სცენის გამართვა თუ გინდათ, სხვა საკითხია, მაგრამ საქმიანი განხილვა უკვე იყო" - ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ხვალ ჯანდაცვის კომიტეტეზე კლინიკების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონ-პროექტის განხილვამდე კიდევ ერთხელ მოუსმინონ სამედიცინო სექტორს. 

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონ-პროექტით, უწყება სასამართლოს განჩინების გარეშე კლინიკების შემოწმების უფლებას ითხოვდა, რაც სამედიცინო სექტორთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, არც ჯანდაცვის და არც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მოიწონეს. საბოლოოდ, გასულ კვირას რომან კაკულიას კომიტეტმა კანონ-პროექტს ორი დათქმით დაუჭირა მხარი - გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოხდებოდა და მეორე - სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ტექნიკური რეგლამენტით აღმოჩენილი შეცდომა ადამიანის სიცოცხლეს ან ეპიდემილოგიური მდგომარეობის გაუარესებას ეხება. იმავე დღეს, 25 ივნისს პარლამენტში ეკატერინე ტიკარაძე მივიდა, მაგრამ ის არა - კლინიკების წარმომადგენლებს და ექიმებს, არამედ მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა და თან - სხვა თემაზე.
ლევან კობერიძემ დიმიტრი ხუნდაძეს ეკატერინე ტიკარაძის სწორედ ეს ვიზიტი შეახსენა და უთხრა, რომ "დახურულ კარს მიღმა მისვლა არაფერს ნიშნავს, რადგან საჭიროა, საქმიანი საუბარი".

"ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილებოდა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, თუმცა ასე არ მოხდა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ცალკე გამოიყო დამატებითი დრო ამისთვის და გაიმართა განხილვა, იყო მსჯელობა და როგორც ვიცი, იყო შეთანხებაც. საკითხზე მეორე მოსმენაც გვექნება. მთავარი მოთხოვნა რაც იყო და რაც ჩვენც გვქონდა, რომ სასამართლო კომპონენტი ამოვარდნილიყო, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ასე. შეთანხმება იყო, რომ წინასწარი შეთანხმების გარეშე შემოწმდეს სამედიცინო დაწესებულება, თუმცა სასამართლო დადგება თავის ფუნქციებში. ამ ცვლილების გარეშე მას მხარს არ დავუჭერთ. რამდენი განხილვა უნდა იყოს?! მე არ მგონია, რომ დამატებითი დრო უნდა დავუთმოთ ამას“, - უპასუხა ხუნდაძემ კობერიძეს.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას, ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ სამინისტროს მიზანი კლინიკების დასჯა არაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა