მიმდინარე კვირაში, 1-ელ დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ხოლო პარასკევს, 3 დეკემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენს.
ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.
მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენა იგეგმება.