„თიბისი ბანკის ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „თიბისი ეკოსისტემ კომპანი“, საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის 21 სექტემბრის ამონაწერით ირკვევა.
ამონაწერის მიხედვით, დღეისთვის My.ge-ის დირექტორის პოსტს გიორგი ჩუმაშვილი იკავებს, რომელიც ასევე „თიბისი ეკოსისტემ კომპანის“ დირექტორია.
საქმე ისაა, რომ „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ My Group-ის, იგივე My.ge-ის საკონტროლო პაკეტი - 65% 19 მლნ ლარად ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მიერ იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, My Group-ი 29.93 მლნ ლარად იყო შეფასებული და ხელშეკრულების მიხედვით, თიბისის, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-ის გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ My.ge-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა გიგიტელაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას დამფუძნებლების მიერ კომპანიის დატოვების გადაწყვეტილებას ამცნობდა.
დამფუძნებლების კახა და ლაშა გიგიტელაშვილების მიერ კომპანიიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს My.ge-შიც დაუდასტურეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი