მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი ჯგუფმა“ My.ge-ის 100%-იანი წილი შეიძინა

615ee1b16095a
ვიქტორია მღებრიშვილი
07.10.21 16:10
1799
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „თიბისი ეკოსისტემ კომპანი“, საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის 21 სექტემბრის ამონაწერით ირკვევა.

ამონაწერის მიხედვით, დღეისთვის My.ge-ის დირექტორის პოსტს გიორგი ჩუმაშვილი იკავებს, რომელიც ასევე „თიბისი ეკოსისტემ კომპანის“ დირექტორია.

საქმე ისაა, რომ „თიბისი ბანკის ჯგუფმა“ My Group-ის, იგივე My.ge-ის საკონტროლო პაკეტი - 65% 19 მლნ ლარად ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა. „თიბისი ბანკის ჯგუფის“ მიერ იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, My Group-ი 29.93 მლნ ლარად იყო შეფასებული და ხელშეკრულების მიხედვით, თიბისის, გარკვეული პირობებით დარჩენილი 35%-ის გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ My.ge-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა გიგიტელაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას დამფუძნებლების მიერ კომპანიის დატოვების გადაწყვეტილებას ამცნობდა

დამფუძნებლების კახა და ლაშა გიგიტელაშვილების მიერ კომპანიიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს My.ge-შიც დაუდასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები