მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

626f85b90e17e
BM.GE
02.05.22 11:10
487
მარტის ეკონომიკის ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის სრული 2022 წლისათვის 5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული (იხილეთ შემდეგი გვერდი) უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა.

გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა. თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა ჩვენს, უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს.