მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი" წლის ბოლომდე კიდევ $600 მლნ-ის მოზიდვას გეგმავს – გიორგი შაგიძე

5e975361e8322
ნინი ლონგურაშვილი
15.04.20 23:40
1274
"ჩვენ უკვე მოვიზიდეთ $150 მლნ, ვგეგმავთ შემდეგ $200 მლნ-ის მოზიდვას და წლის ბოლოსთვის $400 მლნ-ის", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "თიბისის" გენერალურის დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ ისაუბრა.

“ჩვენ, გასული ორი კვირის განმავლობაში 150 მლნ დოლარამდე შემოვიტანეთ და მომზადებული ვართ ნებისმიერი ტიპის სცენარის განვითარებისთვის, ამ თვეში კიდევ გვაქვს $200 მლნ-იანი შემოტანა დაგეგმილი და წლის ბოლომდე კიდევ $400 მლნ–ი. ეს გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ სცენარში შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს. 

რამდენიმე სახელის ხსენება შეიძლება ალბათ, საიდანაც თანხის მოზიდვა ხდება, ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი ჰოლანდიის და გერმანიის განვითარების ბანკები, ამას გარდა არის კიდევ, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ 2000 წლიდან. ფინანსურად ჩვენ იმაზე მეტად მოვახდინეთ ამ თემის დაზღვევა, ვიდრე ნებისმიერ სცენარში შეიძლება დაგვჭირდეს", – აცხადებს გიორგი შაგიძე.