მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა" - რაში ხედავს კრიზისიდან გამოსავალს დეპუტატი?

5de75ebd7ec65
თელარა გელანტია
04.12.19 11:21
947
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, „ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისის მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია, რაც გულისხმობს იმას, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს.

ამის შესახებ დეპუტატი facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„სანამ სახელმწიფო იხდის, პრობლემა არაა. სახელმწიფოს რომ ფული აღარ ჰყოფნის, იწყება კრიზისი. ის, რომ სახელმწიფოს ფული არ ეყოფოდა, ნათელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომენტშივე.

ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ ერთი გადამხდელის პრინციპი არ იცვლება, ამ კრიზისის კიდევ უფრო დამამძიმებელ ნაბიჯებზე წასვლა მოუწევდა ნებისმიერ მინისტრს. სერგენკოსთვის შვება იყო წასვლა.

გამოსავალი არაა სელექტიური კონტრაქტირება (რაც უფრო უცნობია ტერმინი საზოგადოებისთვის, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს); სელექტიური კონტრაქტირება ამ კონტექსტში იქნება გარიგება სახელმწიფოსა და მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ მსხვილი მოთამაშეები დათანხმდნენ უფრო დაბალ ტარიფებს იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მათ წვრილ კონკურენტებს მოაცილებს.

ეს კრიზისს მხოლოდ გადაავადებს. სისტემა არსებითად იგივე დარჩება, ოღონდ სახელმწიფოც და საყოველთაოში დარჩენილი კლინიკებიც კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან ერთმანეთზე და კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით ფულის მორიგი დეფიციტისას. სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.

გამოსავალი? - ერთი გადამხდელის პრინციპზე უარის თქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს და პაციენტის, საავადმყოფოს და სადაზღვევო კომპანიის სამკუთხედში ობიექტური არბიტრის როლს თამაშობს. ასე შეიძლება მხოლოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხზე ზრუნვა.

იქ, სადაც სახელმწიფო პირდაპირი გადამხდელია, სახელმწიფო მოთამაშეცაა და არბიტრიც. მას აინტერესებს არა ხარისხი, არამედ - ხარჯი. სელექტიური კონტაქტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს”, - წერს დეპუტატი.