მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ის დამფუძნებელმა CEO-ს პოზიცია დატოვა

60a664e6619b4
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.21 21:38
714
TikTok-ის მფლობელი ByteDance-ის დამფუძნებელმა ჟანგ იმინგმა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა, მას აღნიშნულ პოზიციაზე რუბო ლიანგი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„სიმართლე ისაა, რომ მე არ მაქვს ზოგიერთი უნარი, რომელიც იდეალურ მენეჯერს სჭირდება. პირადად მე საბაზრო პრინციპების გაანალიზება და მათზე მუშაობა უფრო მომწონს ვიდრე მხოლოდ თანამშრომლების მართვა. მე არ ვარ სოციალურად აქტიური და ხალხთან კომუნიკაციას მირჩევნია წავიკითხო წიგნი ან მოვუსმინო მუსიკას“, - აღნიშნული განცხადება ჟანგ იმინგმა კომპანიის ვებ-გვერდზე გაავრცელა.

იმინგის თქმით, მისი კოლეგა და კომპანიის თანადამფუძნებელი რუბო ლიანგი აღნიშნული პოზიციისთვის „ფასდაუდებელი კანდიდატია“, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანური რესურსების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, ByteDance-ი პეკინში 2012 წელს დაფუძნდა და მოგვიანებით სოციალური პლატფორმა TikTok-ი შექმნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარულობით სარგებლობს და რომელსაც თვეში დაახლოებით 700,000 მომხმარებელი ჰყავს.