ჩინური კომპანია ByteDance-ის ვიდეოპლატფორმა TikTok-მა 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აპლიკაციას აკრძალვა ემუქრება, $16 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება.
2023 წელს ByteDance-ის შემოსავალი 40%-ით გაიზარდა და $120 მილიარდს მიაღწია, რისი მთავარი კონტრიბუტორიც TikTok-ის ზრდის ტემპია. აპლიკაციას დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, რამაც აშშ-ში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი განაპირობა.
FT-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ByteDance, რომელმაც მობილური აპლიკაციების გამოშვება კიდევ უფრო გაახშირა, გაყიდვებით მალე Meta-ს გადაასწრებს და სოციალური ქსელების ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია გახდება.
ამავე დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში TikTok-ი აიკრძალება, თუკი მისი ჩინური მფლობელი პლატფორმას ამერიკულ კომპანიებზე არ გაასხვისებს.
2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი იყო - 47 მილიონი გადმოწერით მაშინ, როდესაც Facebook-მა და Instagram-მა, შესაბამისად, 35 და 34 მილიონი გადმოწერა დააგროვეს.