"თითქოს დავბრუნდით მატარებელში, რომელშიც ვგრძნობთ, რომ წინ მივიწევთ", - ამის შესახებ bm.ge-ის აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ჯორჯ ველტონმა განუცხადა. ასე აფასებს ის 29 იანვარს ჩატარებულ ინვესტორთა საბჭოს სხდომას, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად ბიზნესასოციაციები და დონორები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი თემა Covid-19-ის პანდემია იყო; განიხილეს კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები და ეკონომიკის გახსნის გეგმა.
“ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო შეხვედრის შედეგებით და მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა კომუნიკაციისთვის. შევთანხმდით, რომ შეხვედრები უფრო ხშირად ჩატარდება. როგორც წესი, შეხვედრები კვარტალში ერთხელ ტარდება და გადაწყდა, რომ თვეში ერთხელ გაიმართება”, - აცხადებს ჯორჯ ველტონი.
კითხვაზე - რამდენად ეფექტურია ინვესტორთა საბჭო, AMCHAM-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ გამოწვევები ყველა მსგავს პლატფორმას აქვს, თუმცა ინვესტორთა საბჭო მთავრობასთან კომუნიკაციისთვის კარგი შესაძლებლობაა.
“ბოლო 12 თვის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის პარალელურად გვიწევს მუშაობა და მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შემთხვევაში კომუნიკაცია უფრო გააქტიურებული იყო, ვიდრე სხვა რომელიმე წელს. მაგრამ გრძელვადიანი გეგმების შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, ახლა შეუძლებელია, რამდენადაც დღეს ყველას ერთი რამ აწუხებს - როგორ გაუმკლავდეს კორონავირუსის კრიზისს”, - აცხადებს ჯორჯ ველტონი.
ის აღიარებს, რომ ზოგიერთი საკითხის განხილვა დღეს შეიძლება უფრო ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ამის ერთადერთი მიზეზი პანდემიაა.
“კორონავირუსის ეფექტიც გაივლის, ეს ბუნებრივია.
ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო გასულ პარასკევს გამართული შეხვედრით, თითქოს დავბრუნდით მატარებელში, რომელშიც ვგრძნობთ, რომ წინ მივიწევთ და ეს წინსვლა ეფექტურიც არის”, - აცხადებს ჯორჯ ველტონი.
ცნობისთვის: ინვესტორთა საბჭო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმაა. საბჭოს საქართველოს პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს და მასში შედის მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესასოციაციები, დონორები. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შექმნას. საბჭოს სხდომები წესით წელიწადში 4-ჯერ, კვარტალში ერთხელ იმართება. გასულ წელს საბჭო 3-ჯერ შეიკრიბა, 2019 წელს კი მხოლოდ ერთხელ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი