TNET 10 პლატფორიმისა და 5 მობილური აპლიკაციისაგან შემდგარი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომლის მისია სხვადასხვა ინოვაციური სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაა.
TNET მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების დანერგვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე. სწორედ ამიტომ, კომპანიამ თავისი მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად პირველი ქართული სუპერ აპი შექმნა.
აპლიკაციის წარდგენას თინეთის პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, პოტენციური სტრატეგიული პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები დაესწრნენ, სადაც მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირველები გაცნობოდნენ იმ ფუნქციონალებსა და გეგმებს, რასაც სუპერ აპი მომხმარებლებსა და ბიზნესებს შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:
● სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიების ბილეთის შეძენა;
● სხვადასხვა ნივთის შეძენა (online shopping);
● ფასდაკლებებით სარგებლობა საქართველოში მდებარე სასტუმროებში;
● სხვადასხვა აქტივობისათვის განკუთვნილი ფასდაკლების ვაუჩერების შეძენა;
● მობილურის შევსება.
რაც მთავარია, თინეთის სუპერ აპი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაცია იქნება და უკუკავშირის დატოვების სპეციალურად გამოყოფილი ფუნქციონალის წყალობით, კომპანია საკუთარი სერვისებისა და მომსახურების მაქსიმალურად გაუმჯობესებას შეძლებს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, სჯერათ, რომ შეუქცევადი წარმატების საწინდარი სწორედ მომხმარებლები არიან, ამიტომაც მათთვის უმთავრესია ადამიანების კმაყოფილება.
გარდა სუპერ არის ფუნქციური ღირებულებებისა, პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს აპლიკაციაზე მუშაობის ტექნიკური და დიზაინ პროცესი, UX და სამომავლო გეგმები.
უახლოეს მომავალში, TNET სუპერ აპის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს, რაც აპლიკაციაში ახალი სერვისებისა და მომსახურების ინტეგრირებით გამოიხატება.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, უახლოეს მომავალში აპლიკაციას საჭმლის გამოძახების სერვისი და ფარმაცია დაემატება.
რაც შეეხება კომპანიის გრძელვადიან გეგმებს, რომლის იმპლემენტაციასაც, სავარაუდოდ, 1-დან 3-წლამდე დასჭირდება, სუპერ აპი მომხმარებლებს ისეთ მომსახურებებსა და სერვისებს შესთავაზებს, როგორიცაა:
● ავტომობილის ქირაობა;
● კრიპტო ვალუტის მიმოცვლა;
● საჯარო და სამთავრობო სერვისები;
● ფინანსური მომსახურებები: განვადება, BNPL და სხვა.
რაც შეეხება აპლიკაციის ამჟამინდელ ვერსიას, მომხმარებლებს სუპერ აპის ბეტა ვერსიის ჩამოტვირთვა ანდროიდ სისტემების შემთხვევაში Play Store-ის, ხოლო IOS სისტემისათვის App Store-ის საშუალებით შეუძლიათ.
(რ)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი