მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top-10 ქვეყანა, რომლებიც შრომით მიგრანტებს შორის ყველაზე პოპულარულია

604a1a3c19735
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.21 00:12
873
ანალიტიკური პლატფრომა Statista იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს შრომითი მიგრაციის კუთხით.

პლატფორმის კვლევების მიხედვით, 2020 წელს კანადა აღმოჩნდა ნომერ პირველი ქვეყანა შრომით მიგრაციაში მიმზიდველობის კუთხით და გაუსწრო ისეთ პოპულარულ ქვეყანას, როგორიცაა აშშ-ი.

Statista წერს, რომ კანადის მიმართ ასეთი ინტერესი კორონავირუსის ნაკლებ შემთხვევებს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ახალ ათეულში ასევე პირველად გამოჩნდა სინგაპური და ახალი ზელანდია, რაც ასევე აღნიშნული ქვეყნების მიერ პანდემიის წარმატებულმა მენეჯმენტმა განაპირობა.

TOP-10 ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტად პოპულაურლია შრომით მიგრანტებს შორის, შემდეგია:

1. კანადა
2. აშშ
3. ავსტრალია
4. გერმანია
5. დიდი ბრიტანეთი
6. იაპონია
7. შვეიცარია
8. სინგაპური
9. საფრანგეთი
10. ახალი ზელანდია.