მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის

6141c61caba19
შოთა ტყეშელაშვილი
15.09.21 14:08
3812
2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით რეკორდულად დიდი თანხა, $1.5 მილიარდი გადმოირიცხა - ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მიღებული გზავნილები წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია. კონკრეტული თვეების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა $208.4 მილიონი ივლისში გადმოირიცხა, აგვისტოში კი გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და $204 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს - კვლავინდებურად, ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 8 თვეში $262.4 მილიონი გადმოირიცხა. $248.7 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $185.5 მილიონით მესამეზე - აშშ, მეოთხე ადგილს კი $161.5 მილიონით საბერძნეთი იკავებს. გზავნილების ძირითადი ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოსახლეობის განაწილებას ასახავს. 

2021 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთის ფედერაცია - $262.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
2. იტალია - $248.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
3. აშშ - $185.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%
4. საბერძნეთი - $161.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
5. ისრაელი - $121.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
6. თურქეთი - $69.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4%
7. გერმანია - $69.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%
8. უკრაინა - $62.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%
9. აზერბაიჯანი - $56.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 89%
10. ესპანეთი - $36.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%
11. ყაზახეთი - $25.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 140%
12. საფრანგეთი - $24.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
13. პოლონეთი - $20.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%
14. კანადა - $14.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%
15. გაერთიანებული სამეფო - $13.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
16. ირლანდია - $13.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 63%
17. კვიპროსი - $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
18. ყირგიზეთი - $9.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 167%
19. სომხეთი - $8.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21%.

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულად გზავნილებზე უფრო მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი მხოლოდ უღარიბეს განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია.