მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-6 სექტორი, რომლებიც აშშ-ში დასაქმების კუთხით პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

606716c9eb0c1
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.21 22:45
821
აშშ-ის დასაქმების სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დამსაქმებლებმა 647,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ეკონომისტების ვარაუდით, უმუშევრობა 6.2%-დან 6%-მდე შემცირდება, თუმცა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც 8.8 მილიონით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, არის სექტორები, რომელბმაც მოახერხეს დასაქმების კუთხით პანდემიამდელ მდგომარეობას დაბრუნდებოდნენ  და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მუდმივად ქმნიდნენ სამუშაო ადგილებს.

TOP-6 სექტორი, რომლებიც დასაქმების კუთხით პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, შემდეგია:

1. მიწოდების სერვისი
პანდემიის ფონზე მიწოდების სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების, როგორიც UPS-ი და FedEx-ია. აღნიშნულ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 17%-ით გაზირდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე მიწოდების სერვისების სფეროში 150,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მათ შორის UPS-მა 45,000 სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო FedEx-მა - 95,000.

2. საცალო გაყიდვების დიდი ქსელები
აღნიშნულ შექტორში 145,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც დაახლოებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს. ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საცალო გაყიდვების ქსელმა Walmart-მა, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონ ამერიკელს ასაქმებს, გასული წლის განმავლობაში 100,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოახერხა Costco-მ, რომლის შემთხვევაშიც 19,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

3. სამშენებლო სექტორი
საცხოვრებელი სახლების მშენებლობის სექტორში გასულ წელს 21,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სექტორმა დამატებით 132,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლო.

4. ონლაინ გაყიდვები
მხოლოდ ონალინგაყიდვების პლატფორმა Amazon-მა გასულ წელს 500,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა.

5. იპოთეკური სესხები და ბროკერები
გასული წელი საქმიანი აღმოჩნდა იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით, რაც ძირითადად დაბალი საპროცენტო განაკვეთით იყო განპირობებული. შესაბამისად აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და ჯამში 21,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

6. სამეცნიერო კვლევები
კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს აღნიშნული სფერო მოთხოვნადი აღმოჩნდა და 2020 წლის თებერვლის შემდეგ, სექტორში დამატებით 32,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დასაქმებულთა უმეტესობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლით იყო დაკავებული.