მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე გოგიჩაიშვილი: მალე თიბისის ახალი სათაო ოფისის ფასადის სამუშაოები დაიწყება

6037b6d6e18e1
ლიკა გურაბანიძე
25.02.21 23:40
2708

“თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის ფასადის სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება”, - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ თორნიკე გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმითვე, სათაო ოფისის ფასადის სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.

“თიბისის სათაო ოფისში, რომელიც ლისზე შენდება, რკინა-ბეტონის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ძალიან კარგი შენობა იქნება”, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


ცნობისთვის: თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი დოლარია.