მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში 1 მლრდ ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა

5d7e3e190cb1b
ანუკა ჯოხაძე
16.09.19 09:50
1078
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები განახლდა.

როგორც მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, მისი გათვლებით, მომავალი 1 წლის განმავლობაში ამ რიცხვის გასამამაგება იგეგმება.

"განახლდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა "კემპინსკი", "ბაბილონ თაუერი", ასევე აქტიურად მიმდინარეობს "რუმსის" მშენებლობა. გარდა განახლებული პროექტებისა, ასევე ჩვენ გვექნება ქობულეთში მწვანე ქალაქი, რომელიც იქნება არანაკლებ ნახევარი მილიარდის ინვესტიცია. ასევე, ჩვენ გვექნება "რივიერა", - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.