მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota და Panasonic-ი ელემენტების ერთობლივ საწარმოს ხსნიან

5e3aa1b7aa6ff
ნათია თაქთაქიშვილი
05.02.20 23:12
962
Toyota Motor Corp-ი და Panasonic Corp-ი ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ, სადაც მსოფლიოში ორი ცნობილი ბრენდი გაზრდილი მოთხოვნის გამო ელექტრომობილებისთვის ელემენტების წარმოებას გეგმავს. წარმოების დაწყება 7 აპრილიდან იგეგმება, ხოლო ქარხანაში დაახლოებით 5,000 ადამიანი დასაქმდება. ამის შესახებ Yahoo Finance-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Toyota Motor Corp-ი 51%-იან წილს ფლობს საწარმოში, დანრჩენი კი Panasonic Corp-ის საკუთრებაა. ახალად გახსნილ საწარმოს ამბიცია აქვს, რომ ბაზარზე იყოს პირველი ელექტრომობილებისთვის ელემენტების მიწოდების თვალსაზრისით, რადგან მოთხოვნა ძალიან გაზრდილია ელექტრო მანქანებზე გარემოს დაცვის გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე.

ელემენტების წარმოების გამოცდილება ორივე კომპანიას აქვს. Panasonic Corp-ი ელექტრო მანქანების მწარმოებელ Tesla-სთან დიდი ხანია თანამშრომლობს და კომპანიის ექსკლუზიურ მიმწოდებლადაც ითვლება. რაც შეეხება Toyota-ს, ის ერთ-ერთი პიონერია ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების წარმოებაში. კომპანიამ პირველი ჰიბრიდული მანქანა ჯერ კიდევ 1997 წელს შექმნა.