მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ჩინეთში ამერიკელი გამომძიებლების ჩასვლის ინიციატივით გამოდის

5e9d4a37c5470
ნათია თაქთაქიშვილი
20.04.20 11:18
2193
ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას სურს, ჩინეთში აშშ-ის გამომძიებელთა გუნდი ჩავიდეს და კორონავრისუსის გავრცელების საკითხი გამოიძიონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან, დიდი ხანია, ვსაუბრობთ მათთან. ჩვენ იქ ჩასვლა და ამ ყველაფრის გამოძიება გვინდა”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის პანდემია ჩინეთმა გამიზნულად  დაგეგმა.  პრეზიდენტის თქმით, თუ ვირუსის გავრცელებაზე ჩინეთია პასუხისმგებელი, ამას აშშ-ის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

20 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების 764,265 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 40,565 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 71,012 ინფიცირებული.