მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ადმინისტრაცია: Huawei-ის ჩინელი სამხედროები უჭერენ მხარს

5ef460d4763ea
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 22:20
943
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინეთის 20 წამყვან კომპანიას, მათ შორის Huawei-ის, ჩინელი სამხედროები ფლობენ ან მხარს უჭერენ. ამის შესახებ ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ შექმნილი სია, რომელიც ამერიკული მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მოიცავს კომპანიებს, რომლებიც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებზე მუშაობენ: Hikvision-ი, China Telecoms-ი, China Mobile-ი და AVIC-ი.

გამოცემა წერს, რომ დადგენილებამ შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსურ სანქციებს.

აშშ-ს კანონის თანახმად, თავდაცვის დეპარტამენტი ვალდებულია, თვალყური ადევნოს აშშ-ში მოქმედ იმ ფირმებს, რომლებსაც „ფლობს ან აკონტროლებს“ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია.

თეთრმა სახლმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი Huawei-ის და სხვა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, მათ შორის ამერიკელ კომპანიებს აუკრძალა გარკვეული ტექნოლოგიების გაყიდვა ნებართვის გარეშე.