მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე ანგარიშების დაბლოკვა სასამართლოში გაასაჩივრა

6038ed237abc3
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.21 16:55
755
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-სა და Instagram-ზე თავისი ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საჩივარს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, რომელსაც დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიდტი ხელმძღვანელობს და რომელიც ყოფილი პოლიტიკოსებისგან, ჟურნალისტების და აკადემიკოსებისგან შედგება.

სამეთვალყურეო საბჭოში დაადასტურეს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშებთან დაკავშირებით გასაჩივრების მოთხოვნა მიიღეს.

როგორც დანიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად 90 დღე ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Twitter-მა ტრამპი 2021 წლის 8 იანვარს დაბლოკა, ხოლო Facebook-ის ადმინისტრაციამ - 6 იანვარს. დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაიბლოკა, რადგან მისი პოსტები ძალადობისკენ მოწოდების შინაარსს შეიცავდა.