მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

64779448edf20
BM.GE
31.05.23 22:40
540
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით სატრანსპორტო კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოს დადგენას ისახავს მიზნად პროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, 79 ხმით დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, რომ კანონის რეგულირების სფეროს დაემატება სარკინიგზო ტრანსპორტი, როგორც სატრანსპორტო სისტემის შემადგენელი ნაწილი. ხდება გარკვეულ ტერმინთა ცვლილება. შეიქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.