20.აპრილი .2022 00:10

ტრილიონიანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების რეიტინგი - IMF

ტრილიონიანი ეკონომიკების მქონე ქვეყნების რეიტინგი - IMF
views 4760
უკან

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და გლობალური რისკების ზრდის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 3.6%-მდე შეამცირა.

ორგანიზაციის შეფასებით, ომის გაგრძელება მსოფლიოს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბლოკებად დაყოფის რისკებს ზრდის, რაც, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საერთაშორისო ეკონომიკასა და გლობალიზაციაზე.

IMF-ის შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს.

სავალუტო ფონდის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა - აშშ 3.7%-ით გაიზრდება, რის შედეგადაც ამერიკის ეკონომიკა 25.4 ტრილიონს მიაღწევს.

ჩინეთში ეკონომიკური ზრდა კი წელს თითქმის განახევრდება და ის შარშან არსებული 8%-დან 4.4%-მდე შემცირდება. ეს ჩინეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდაა, უფრო დაბალი იყო ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2020 წელს, როცა ის 2.2%-ს შეადგენდა. წელს ჩინეთის ეკონომიკა 19.9 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ეკონომიკის ზომით მესამე ადგილს იაპონია იკავებს და მას IMF-ი 4.9 ტრილიონ დოლარზე პროგნოზირებს. გერმანიაში 2.1%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რითიც მისი ზომა 4.2 ტრილიონს მიაღწევს, მეხუთე პოზიციას კი 3.4 ტრილიონით დიდი ბრიტანეთი იკავებს, სადაც 3.7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა