მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა ხვიჩა კვარაცხელიამ? - Setanta Sports

638216366d6ba
BM.GE
26.11.22 20:00
978
“ხვიჩა კავარაცხელიას თამაში ცალკე მიმართულება გახდა და ის Setanta Sports-ზე ყველაზე მოთხოვნადია, როგორც მაყურებლების, ასევე დამკვეთების და რეკლამის განმთავსებლების მხრიდან”, - ამის შესახებ #BMGDRIVE-ში დიმიტრი ბოკერიამ (Setanta Sports Sponsorship & Partnership Lead, setantasports.com) განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ბიზნესისთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიასთან ასოცირება და მასთან ერთად თავისი პროდუქციის გამოჩენაა.

"seria A, რომელიც ქართველ მომხმარებელში საშუალო პოპულარობით სარგებლობდა, დღეს ტოპ კონტენტია, რომელიც ყველას სურს. პრემიერ ლიგას საქართველოში პოპულარობით წელს უდაოდ seria A-მ აჯობა. რამდენიმე კომპანიას სწორედ აქ უნდა რეკლამის განთავსება და პროფილურად მსგავსი კომპანიების შიდა კონკურენციაც იზრდება. აქამდე, დამკვეთებიც და რეკლამის განმთავსებლებიც ჩვენს საიტზე მამაკაცების კონტენტზე მორგებულ რეკლამებს ათავსებდნენ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ ესეც შეცვალა, რადგან მისი თამაშის დროს ფეხბურთს ქალბატონებიც უყურებენ”, - განაცხადა ბოკერიამ.