საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიას მაისური საქველმოქმედო აუქციონზე იყიდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ და "ნაპოლის" სხვა ვარსკვლავებმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, საკუთარი მაისურები საქველმოქმედო ფონდს გადასცეს. თურქულ პორტალ Socratessahada-ზე აღნიშნულ მაისურებზე აუქციონი უკვე დაწყებულია, რომელიც ამ დროისთვის 4 დღესა და 12 საათში უნდა დასრულდეს. საიტზე კვარაცხელიას მაისური ამჟამად 35 ათას ლირადაა (დაახლ. 1850 დოლარი) შეფასებული.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გაცილებით უფრო მეტი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.