მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტმა გეიტსის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსება საბოლოოდ შეაჩერა

ბაფეტი

ამერიკელმა მილიარდერმა და ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა, უორენ ბაფეტმა Gates Foundation-ის დაფინანსება შეაჩერა, რითაც ორმხრივი საქველმოქმედო პარტნიორობა დაასრულა.

გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან, რომლებიც Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის კავშირებს ასახავს.

ამასთან, 95 წლის ინვესტორმა მიმდინარე წლის საქველმოქმედო შენატანისთვის $6 მილიარდის ღირებულების Berkshire Hathaway-ის აქციები გამოყო, რომლებსაც საკუთარი შვილების მიერ მართულ ოთხ საოჯახო ფონდს გადასცემს.

ცნობისთვის, უორენ ბაფეტმა 2006 წლიდან დღემდე ფონდს კომპანიის აქციების სახით $43 მილიარდზე მეტი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეიტსმა აშშ-ის კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისას ჯეფრი ეპშტეინთან შეხვედრებს სერიოზული შეცდომა უწოდა და ჩადენილი ქმედებები ინანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები