მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბოლო 14 დღე ბრაზილიაში იყავი, აშშ-ში ვერ შეხვალ

5ecb8a534e0f5
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.20 14:04
842
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება ბრაზილიის მოქალაქეებისთვის და ასევე, ყველა იმ უცხოელისთვის, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში  ბრაზილიაში იმყოფებოდნენ.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო, რათა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აშშ-ში ვირუსი არ ჩაიტანონ. მისივე თქმით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ მოქალაქეებს და ბრაზილიასთან ვაჭრობა ჩვეულებრივად გაგრძელდება.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 1,595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 365,213 შეადგინა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ვირუსმა 22,746 ადამიანი იმსხვერპლა.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ ვირუსის გამო კარანტინის გამოცხადება არ არის საჭირო, რადგან ეს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს; ბრაზილიის ლიდერის მხარდამჭერები ხალხმრავალ მიტინგზე შეიკრიბნენ, რომელსაც თავად ბოლსონარუ დაესწრო. როგორც მედია იუწყება, ქვეყნის პრეზიდენტი მომხრეებს პირბადის გარეშე შეხვდა და სოციალურ დისტანციას არ იცავდა.