მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ დარღვევებს ხედავთ, მოუწოდეთ, დაიცვან წესები ან დარეკეთ 112-ზე - მაია ცქიტიშვილი

5e86fdf1b873e
ინგა მურუსიძე
03.04.20 13:21
596
თუ დარღვევებს ხედავთ, მოუწოდეთ დაიცვან წესები ან დარეკეთ 112-ზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მედია დაინტერესდა, რატომ არ მოქმედებს შეზღუდვები ღია ბაზრობებზე და გეგმავს თუ არა მთავრობა მათ დახურვას.

„შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, მკაცრად უნდა იყოს დაცული ყველგან. თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევაზე, მოვუწოდებ, დარეკონ 112-ზე ან მიმართონ შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს. უნდა დაგვეხმარონ. ყველა სახელმწიფო უწყება ამ ეტაპზე ასრულებს თავის თავის მაკონტროლებელ მოვალეობას. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანი დაჯარიმებულია "კომენდანტის საათის" და საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მოვუწოდოთ ყველას, იქნება ეს ბაზარი თუ სხვა ადგილი, სადაც ვიმყოფებით, დაიცვან წესები. თუ ვხედავთ, რომ დარღვევას აქვს ადგილი, მივაწოდოთ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.