მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ექიმები არ აიცრებიან, შეზღუდვების მოხსნა გართულდება - ხათუნა ზახაშვილი

6050baebe79d8
ინგა მურუსიძე
16.03.21 18:10
513
NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ექიმები არ აიცრებიან, გაჭირდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის აღდგენა და გართულდება იმ შეზღუდვების მოხსნა, რაც ამჟამად არსებობს.

ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოლეგებს მოუწოდა, რომ აუცილებლად აიცრან.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინა რეგიონებშიც იქნება. ზახაშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესში სამედიცინო სფეროს მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება.

„დარწმუნებული ვარ, აცრისთვის ჯანდაცვის სექტორის მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი: როგორც წესი, ჯანდაცვის სექტორი და ექიმების ნაწილი, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი ორ ბანაკად არის გაყოფილი - არიან შედარებით კონსერვატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ცოტას მოიცდიან, აცრილ კოლეგებს დააკვირდებიან და ა.შ. არიან უფრო ავანგარდულად განწყობილი ექიმები, რომლებიც პირველივე დღეს აიცრნენ.

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება, რადგან ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ხელშია ჩვენი გადარჩენა. თუ ჩემი კოლეგები არ აიცრებიან, გართულდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის სრულად აღდგენა და გაჭირდება შეზღუდვების მოხსნის მექანიზმების გაგრძელება“, - განაცხადა მან.