მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ნავთობის ფასი საქართველოში არ დაიკლებს, მაშინ ინფლაციის მაჩვენებელს დაწევისკენ არაფერი უბიძგებს"

5e660c7ca7442
ინგა მურუსიძე
09.03.20 23:15
1476
"თუ საქართველოში საწვავის ფასი არ დაიკლებს, მაშინ ინფლაციურ მაჩვენებელს დაბლა დაწევისკენ არაფერი უბიძგებს, - ასე უპასუხა bm.ge-ის ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ.

ცომაია გამოეხმაურა გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასის რეკორდულ ვარდნას და საქართველოში პროცესების გავლენას ინფლაციის მაჩვენებელზე.

„საქართველოს ბაზარი ამ მხრივ ოლიგოპოლიურია და საკმაოდ დაგვიანებული რეაქციები აქვს, ანუ ძალიან ნელი ტემპით იკლებს ფასები. ჩვენ არ ვიცნობთ შიდა კულუარებს, შესაძლოა ბაზარი იყოს მონოპოლიური და ერთი ადამიანი აკონტროლებდეს მთელ ბაზარს. აქედან გამომდინარე, რამდენად უნდა ველოდოთ ნავთობზე ფასის კლებას, ამის პროგნოზირება რთულია, ხოლო თუ ნავთობის ფასები არ დაიკლებს საქართველოში, მაშინ ეს ცხადია ინფლაციურ პროცესებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს და ინფლაციურ მაჩვენებელს ვერ უბიძგებს დაბლა დაწევისკენ“, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, ცომაია ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა შემცირდეს, მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა გაუთანაბრდეს ფაქტობრივ დონეს.

„თავის მხრივ, ფაქტობრივი დონე, სადღაც 6% ამ თვეში და ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ფასების ზრდაც ამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ მაღალი დაფიქსირდა. ამ კუთხით სებ-ს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ შეარბილოს მონეტარული პოლიტიკა. პირიქით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს, რადგან ფასების დონე თითქმის ორჯერ აღემატება მიზნობრივ დონეს და არ არის ჯანსაღი სიტუაცია“, - განაცხდა ცომაიამ.