მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ პრობლემები კომპლექსურად არ დავინახეთ, ალბათ წინ ვერ წავალთ - ლევან ვეფხვაძე

60e4248a5b19d
ინგა მურუსიძე
06.07.21 14:01
1555
„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება მხოლოდ პრეზენტაციების გამართვით ან "დუინგ ბიზნესის" რეიტინგებით არ ხდება.

როგორც მან მთავრობის 10-წლიანი განვითარების გეგმის ეკონომიკური ნაწილის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან თქვა, „თუ პრობლემები კომპლექსურად არ დავინახეთ, ალბათ წინ ვერ წავალთ, თუმცა ის, რაც შემოთავაზებულია, ნამდვილად მისასალმებელია“.

„ინვესტორების მოზიდვა და დაინტერესება მხოლოდ პრეზენტაციებით ან "დუინგ ბიზნესების" რეიტინგებით არ ხდება; რომ ვნახოთ ინვესტიციების მოზიდვა კორელაციაში არის თუ არა "დუინგ ბიზნესთან", ვნახავთ, რომ არ არის, რადგან არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამას განსაზღვრავენ. აუცილებელია, ბიუროკრატიის მეტი მოტივირებულობა, შესაბამისი სერვისის გაწევა ინვესტორებისთვის, რაც სამწუხაროდ, პრობლემას წარმოადგენს.

გვაქვს სასამართლო ხელისუფლების პრობლემა და ის პროცესი, რაც სასამართლოში გადაწყვეტილებების მიღებისას მიდის, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე მიუღებელია რეგულაციების ჭარბი რაოდენობა“, - განაცხადა მან.

კარგადა მისა, BAG-ის აღმასრულებელ დირექტორს სწორ მიდგომად მიაჩნია, თუკი ექსპორტის წახალისებაზე ვიმუშავებთ და ლარზე მიბმულ სესხებზე იქნება ორიენტირებული ქართული ბიზნესი. ვეფხვაძის შეფასებით, ერთი მხრივ, ამ მიდგომით გაცვლითი კურსის რისკები ამოვარდება და მეორე მხრივ, ის რეფორმები, რომელიც მიდის, მათ შორის ენერგეტიკაში, სახელმწიფო საწარმოების, წიაღის მიმართულებებით - ქვეყნის მიმზიდველობა უნდა გაზარდოს.

ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა ასევე იპოთეკური სესხების სუბსიდირების საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ უძრავ ქონებაზე ფასები შენარჩუნდება და გაყიდვები გაიზრდება.

„ეკონომიკა დგას უძრავ ქონებაზე. თუ უძრავი ქონების ფასი არის მაღალი, კომპანიას, აქტივის მფლობელს მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა შეუძლია, მაგრამ თუ ფასი დაეცა და ბაზარზე უძრავი ქონების პრობლემაა, იქ მთელი ბიზნესი განიცდის პრობლემებს ანუ ამ სექტორის მხარდაჭერა, როგორც ჩანს, აუცილებელი იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იმედი მაქვს, ფასები შენარჩუნდება და გაყიდვები გაიზრდება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.