მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ რუსეთიდან ჩვეულებრივზე იაფი საწვავი შემოვა, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით” - "სენტა პეტროლიუმი"

6239df2c10a53
ანუკა ჯოხაძე
23.03.22 00:30
6622
საწვავის ფასი მორიგ ანტირეკორდს ხსნის, სხვადასხვა სახეობის საწვავის ღირებულება 4-ლარიანი ნიშნულს უახლოვდება. გაძვირების მთავარ ფაქტორად საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირება და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელდება.

“სენტაპეტროლიუმის” ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობა კერძო სექტორისთვის დამატებით რისკებს აჩენს. მისი თქმით, არსებობს საშიშროება რომ რუსულმა კომპანიებმა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე საწვავი შემოაქვთ, ბაზარს შედარებით დაბალი ფასები შესთავაზონ, რისთვისაც კონკურენციის გაწევა ნავთობიმპორტიორ კომპანიებს გაუჭირდებათ.

“ნავთობიმპორტიორებისთვის რთული პერიოდი დადგა. ეს არასტაბილური სიტუაცია რთულ სიტუაციაში აყენებს ყველას. რაღაცის დაგეგმვა, სწორი ნაბიჯების გადადგმა უკვე შეუძლებელია. დაუშვათ, შეისყიდე პროდუქტი, ამ პერიოდში კი ფასი შეიძლება ისე დავარდეს, რომ ძალიან დიდი ზარალი მიიღოს ნებისმიერმა ნავთობიმპორტიორმა. ერთი ფაქტორი არის კიდევ: რუსეთის ბაზარზე არის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ საწვავი. როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზარზე შეიძლება იყოს საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბაზარზე, სადაც საერთაშორისო ფასებით და არსებული ფორმულებით ხდება საწვავის შესყიდვა. თუ ქვეყანაში რუსეთიდან იაფი საწვავი შემოვა, ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნესი", - აცხადებს კომპანია “სენტა პეტროლიუმის” ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე.