ჩვენი პარტია მყარადაა სამეულში. "ლელოს" აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. 100%-იანი ზრდა 10 დღეში მხოლოდ ლელოს აქვს - მამუკა ხაზარაძე
“ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის. არჩევნების დღეს რეალური ციფრები დაიდება” - ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე საუბრობს.
მისი თქმით, ყველა კვლევა, რომელიც დღემდე დადებულა, ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება და “ლელოს” აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვის შეიერთებს “ლელო” კოალიციის შესაქმნელად.
“თუ საქართველო დარჩა ორპოლუსიანობის მდგომარეობაში, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია. ეს ორი ძალა და მასთან ასოცირებული სატელიტი პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ მმართველობაში, თუმცა ეს მითი დაინგრა ახალი ძალის, “ლელოს” გამოჩენით პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და რეიტინგებში ჩვენ ვართ ორნიშნა რიცხვზე. იმიტომ, რომ ადამიანებს ახალი ძალა სჭირდებათ ქვეყანაში შექმნილი ორპოლუსიანობის დარღვევისთვის. ჩვენთვის სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ალტერნატივის შექმნა და ეს შევქმენით კიდეც. 100%-იანი ზრდა 10 დღის განმავლობაში მხოლოდ “ლელოს” აქვს, მხოლოდ მას გააჩნია მსგავსი ზრდის პოტენციალი. ჩვენი პარტია მყარადაა სამეულში და ამას კვლევებიც აჩვენებს. ხოლო ამ დამოუკიდებელ კვლევებს მალე იხილავს საზოგადოება და დასკვნის გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. რადგან ამას 31 ოქტომბერს ყველა ერთად დავინახავთ” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის