მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ყველაფერი კანონში წერია, შენ აღარავის სჭირდები ჩემო კარგო მოხელევ" - პაპაშვილი

5ebc187c2a247
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 19:40
1437
სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა მოხელე, რომ მხოლოდ კანონის ენით არ უნდა ილაპარაკოს - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაშვილმა BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ ბიზნესის წარმოების პროცესში შექმნილი პრობლემების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო მოხელე უნდა იყოს მოქნილი და გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდეს იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა.

„ეს არ არის საუკეთესო წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა. პრაქტიკა არის ყოველთვის გადაწყვეტილებების მიღება გონივრულად და იმისთვის არის იმ პოზიციაზე მოხელე საჭირო, რომ კანონი ამბობს ერთს, ფაქტი შეიძლება სხვა იყოს და მან უნდა მიიღოს ზოგჯერ კრიტიკული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მისი ვალდებულებაა, ამაში იღებს ის ხელფასს. თუ ხედავს, რომ ცოტა მოქნილად უნდა შეხედოს კანონს, უნდა შეხედოს და ამის არ უნდა შეუშინდეს.

პირიქით, როგორც სამეწარმეო კოდექსში, როგორც ბიზნესმენს ევალება, რომ მეწარმის გამჭრიახობით უნდა აკეთოს საქმე და მთლიანად უნდა დაიხარჯოს, იგივე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ევალება მოხელესაც. თუ არ ჰყოფნის ცოდნა, უნდა ექსპერტი მოიწვიოს და ექსპერტები ამ შემთხვევაში... ისევ ბიზნესს უნდა ჰკითხოს, შეიძლება დაინტერესებულ მხარეს არა, მარა მეორე მხარეს და რაც შეიძლება ჩქარა და პოზიტიური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ეს მარტივია ძალიან, თუ გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და არ იტყვიან კანონის სახელით ვაკეთებო... კანონის სახელით ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება, რომ კანონში პირდაპირ ასე წერია. თუ კანონში უკვე ყველაფერი წერია, მაშინ შენ აღარავის სჭირდები ჩემო კარგო მოხელევ, ამას ვეუბნები რამდენი წელია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

კითხვაზე - რას გულისხმობს მოქნილობაში ბიზნესმენი პასუხობს: "მე თვითონ პირადად მაქვს გადაწყვეტილება, გაუგონარ წინააღმდეგობებს ხვდება ხოლმე განსაკუთრებით ახლა ამ სიტუაციაში, მაგალითად ვერ გეტყვით, ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ახლა ვისაც ესმის - ხედავენ..."