მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების გარეშე დარჩენილმა იტალიამ ივლისში $3.5 მილიარდი დაკარგა

5f1e955a8ea4e
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 13:10
876
მიმდინარე წლის ივლისში, პანდემიის გამო ტურისტების გარეშე დარჩენილმა იტალიამ, ჯამურად, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტი ავრცელებს.

სტატისტიკის ინსტიტუტის მიხედვით, შარშან ივლისში იტალიას 130.2 მილიონი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა, საიდანაც მინიმუმ 3 მილიონი ჩინელი ვიზიტორი იყო. წელს კი უცხოელი ტურისტების რიცხვი თითქმის ნულს უტოლდება.

იტალიის ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის განცხადებით, დაკარგული შემოსავლების კომპენსირება ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში შვებულება 133.5 მილიონმა იტალიელმა აიღო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით არის შემცირებული იტალიელი ტურისტების რიცხვი, რაც კორონავირუსით გამოწვეული გაურკვევლობით და ეკონომიკური სირთულეებითაა განიპირობებული.