27.ივნისი .2020 16:42

ტურიზმიდან შემოსული $3.3 მილიარდიდან საქართველოში მხოლოდ $1.3 დარჩა - Galt&Taggart

views 3400
უკან

2019 წელს ტურიზმიდან შემოსული $3.3 მლრდ-დან ქვეყანაში $1.3 მლრდ დარჩა - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მიერ გლობალური ცვლილებების პერიოდში საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროების შესახებ შესრულებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის, და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. ამასთან კვკევაში აღნიშნულია რომ ეკონომიკის მომსახურების სექტორების ზრდაზე დამოკიდებულებასთან ერთად, პროდუქციის საექსპორტო ბაზა მწირია.



„2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში 60%-დან 78%-მდე გაიზარდა. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტზე არის მიმართული - ჩვენი შეფასებით 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ დოლარი დარჩა, რაც ტურიზმიდან შემოსვალების 60%-ს შეადგენს.



ჩვენი გაანგარიშებით ტურისტის მიერ დახარჯული 1 დოლარიდან იმპორტირებულ საქონელზე იხარჯება დაახლოებით 40-45 ცენტი (პირველადი ეფექტი). სებ-ის შეფასებაა 35-40 ცენტი. ამასთან, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების (მშენებლობა, ვაჭრობა, უძრავი ქონება და ა.შ.) კავშირების და მათგან წარმოქმნილი იმპორტის მოთხოვნის შესწავლის საფუძველზე, ტურისტის მიერ დახარჯული 1 დოლარი დაახლოებით 18-20 ცენტის დამატებით მოთხოვნას ქმნის იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე (მეორადი ეფექტი). ამ ორი ეფექტის გათვალისწინებით, ტურისტის მიერ დახარჯული 1 დოლარიდან იმპორტზე დაახლოებით 60 ცენტი გადის”, - ნათქვამია Galt&Taggartis კვლევაში.

აქედან გამომდინარე, კვლევის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა