მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ში წელს ტურიზმის შემოსავლების $4.5 მლრდ-მდე ზრდას ელიან

Galt & Taggart

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.5 მლრდ დოლარამდე გაიზარდება, რაც 2023 წლის შემოსავლებს 7%-ით აღემატება.

„ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდგენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვირის განახლებულ მიმოხილვაში.

მათივე შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით, 330 მლნ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 21%-იან ზრდას ნიშნავს. ჯამურად კი 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+19.2% წ/წ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები