2023 წლის აგვისტოს განმავლობაში საქართველოს ტურიზმის შემოსავალმა 550 მილიონი დოლარი შეადგინა - შესაბამისი შეფასება საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ს ეკუთვნის. წლიურ ჭრილში აგვისტორში შემოსავლები მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
“ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და 550 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2.9 მლრდ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდა +34.7%”, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2023 წლიდან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტატისტიკის გამჭვირვალეობა გააუარესა და თუკი აქამდე ვიზიტორთა ყოველთვიური რაოდენობის სტატისტიკა ქვეყნდებოდა, ამჟამად მხოლოდ კვარტალური რიცხვები ხდება ცნობილი. შესაბამისად, ჯერჯეობით, უცნობია რამდენი მილიონი ვიზიტორი ჰყავდა საქართველოს ტურისტული სეზონის პიკში.
ასევე უცნობია რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ საქართველოს გასული თვის განმავლობაშიც.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ტურიზმის სტატისტიკაში არ შედიან ქვეყანაში საცხოვრებლად გადმოსული მიგრანტები, რომელთა რაოდენობაც ბოლო ორ წელში მკვეთრად გაიზარდა. ტურიზმის ამგვარი წესებით აღრიცხვა UNWTO-ს ანუ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისია.