მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია მიზნობრივ ქვეყნებში ოფისების გახსნას გეგმავს, ბიუჯეტი - 5 მლნ

61e6a7034b5dd
ანუკა ჯოხაძე
18.01.22 15:38
1570
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციისთვის 12 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. ეს ის თანხაა, რომელიც 2022 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ რეკლამაში დაიხარჯება. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს 12 მილიონი ლარის დახარჯვას 14 აქტივობაზე გეგმავს.
მათ შორისაა როგორც მედიააქტივობები, ისე საერთაშორიო გამოფენები.

ერთი-ერთი მიმართულება, რაზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ქვეყნებში 2022 წელს 5 მილიონ ლარს დახარჯავს, წარმომადგენლობითი ოფისების გახსნაა.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის მხრიდან შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთულ დასაბუთებაში წერია, რომ წარმომადგენლობით ოფისების მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ბრენდის პოზიციონირება და მარკეტინგი როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებებით. მათ შორის ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი, ე.წ. sales calls, B2B შეხვედრები, პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, ვებინარები, B2C მარკეტინგი და სხვა.)

BM.ge ცდილობს, მეტი დეტალი გაარკვიოს, თუ რას გულისხმობს წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა, რა საჭიროებით ხსნის ტურიზმის ადმინისტრაცია აღნიშნულის საჭიროებას და რა კრიტერიუმით შეირჩევა ქვეყნები, სადაც აღნიშნული ოფისები განთავსდება.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 მლნ ლარის დახარჯვას შემდეგ აქტივობებზე გეგმავს:

საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში სტენდის მშენებლობა - 800 000 ლარი
როუდშოუების, პრეზენტაციების ორგანიზება სახელოვნებო მომსახურებები- 60 000 ლარი
სახელოვნებო წარმოდგენები- 97 000 ლარი
ITB Berlin 2022-ში მონაწილეობის ფარგლებში შესასყიდი მომსახურებები 500 000 ლარი
B2B ღონისძიებები 225 000 ლარი
ვიდეო რგოლის დამზადება (სატელევიზიო რეკლამებში განთავსება)- 1,650,000 ლარი
ფოტო გადაღება/ფოტოების შესყიდვა- 150 000 ლარი
სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიის ორგანიზების მომსახურება- 3 ,100, 000 ლარი
ქართული საინფორმაციო სააგენტოების მომსახურებები 16 000 ლარი
წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა მიზნობრივ ქვეყნებში- 5 000 000
სატრენინგო მომსახურებები- 300 000 ლარი
კვლევითი მომსახურებები -34 000 ლარი
ადმინისტრაციული მომსახურება- 50 000 ლარი
ქართული ღვინის შესყიდვა და ტრანსპორტირება 5 000 ლარი.