მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის დახმარების პროგრამით გადარჩენის შანსები გაიზარდა - რესტორატორი

5eb410a635414
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 18:30
1210
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ამ გეგმით რეალურად ძალიან დიდი დახმარება მიიღო სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესმა. ტურიზმის ანტიკრიზისულ გეგმაზე მან ტვ „პირველის“ ისაუბრა.

„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქონების გადასახადს გადახდა, რომელიც მოიხსნა და ძალიან კარგია. ამას გარდა ის, რომ სესხების თანადაფინანსება მოხდება 80%-ით, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან რამდენად ოპტიმისტურ ნოტაზეც არ უნდა ვიყოთ ვიცით, რომ როდესაც ჩვენ 1 ივლისს გავიხსნებით, სტუმრების ის რაოდენობა, რომელიც მაგალითად ივლისის თვისთვის იყო დამახასიათებელი, ნამდვილად არ ჩამოვა საქართველოში.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თარიღის დასახელება - 1 ივლისს, როდესაც ქვეყანა გაიხსნება, რადგან ჩვენს პარტნიორებთან ე.წ სთენდბაი რეჟიმში ვიყავით გადასულები და ველოდებოდით კონკრეტულად ამ დღის გაჟღერებას, როდესაც ჩვენს პარტნიორებს მივაწვდიდით ინფორმაციას, როდიდან შეუძლიათ საქართველოს პაკეტების გაყიდვა. დღევანდელი დღიდან ჩვენი სექტორი 24 საათიან მუშაობას იწყებს, რომ 1 ივლისიდან - კარების გახსნის დღეს არ მოხდეს, რომ უბრალოდ ჩვენ კარები გავხსნათ. პირიქითმ პირველი ივლისიდან ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვიზიდოთ საქართველოში ჩამოსვლის მსურველები და ჩამოვიყვანოთ ამ ქვეყანაში. თუმცა მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს ისეთი, რომ წლევანდელი წელი ზოგადად ბიზნესში იქნება წარმატებული. ჩვენ ვთვლით, რომ 2020 წელი იქნება გადარჩენის წელი, ვინც გადარჩება, ის იქნება ძალიან მაგარი.

ამ დახმარების პროგრამით, რა თქმა უნდა გადარჩენის შანსები გაიზარდა, ცოტა წინ წავედით და ძალიან ბევრ ადამიანს სანერვიულო მოეხსნა. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება შემდგომ კომუნიკაციას კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომ მაგალითად რეგიონში განთავსებული პატარა სასტუმროების 80% ფიზიკური პირის სესხებით არის გაცემული, ამათი დაფიქსირება უნდა მოხდეს და შემდეგი კომუნიკაცია მთავრობასთან იქნება მათ იდენტიფიცირებაზე, იმიტომ, რომ ეს რეგიონებში მაგალითად სვანეთში, ყაზბეგში, ქობულეთში დიდი მასაა.

რა თქმა უნდა ტურისტების შემოსვლა პირველივე დღეებში არ მოხდება. ჩვენ დღემდე გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია სასტუმროები 7 ივლისის შემდეგ გავხსნათ, ეს ჯერჯერობით მოცემულობაა და დღევანდელი მონაცემებით სასტუმროების გახსნის უფლება არ გვაქვს, შეიძლება ამ თარიღმაც გადმოიწიოს, თუმცა მეორე თემაც არის - სასტუმროს გახსნა არ ნიშნავს კარების გახსნას და ეს უკვე ჩვენი - კერძო სექტორის სამუშაოა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.