მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებში ჯამურად $300 მლნ-ზე მეტია ინვესტირებული"

5e00a16e91c07
ვიქტორია მღებრიშვილი
24.12.19 14:20
1183

ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებში ჯამურად ინვესტირებულია $300 მლნ-ზე მეტი, - ამის შესახებ BM.GE-ის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ტურიზმის განვიათარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში შემავალი 10 პროექტის ჯამური საინვესტიციო მუცულობა 700 მლნ დოლარზე მეტია.

„2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს და შედეგად უცვლელად ინარჩუნებს მოწინავე ადგილს ტოპ ინვესტორების ათეულში.

მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტები ვითარდება თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 300 მლნ აშშ დოლარზე მეტი“, - განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

შეგახსნებთ, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია.

2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით უცხოური ინვესტიციების მიხედვით შემდეგი კომპანიები ლიდერობენ:

  • აი დი ეს ბორჯომი საქართველო, შპს აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • შპს მაგთიკომი
  • სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
  • სს RMG Copper
  • BP ჯგუფი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს აჭარენერჯი-2007
  • შპს სითი ლოფტი
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  •  სს ნენსკრა ჰიდრო