დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტის შემუშავება სრულდება და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. ამის შესახებ მან BM.GE-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ტურიზმის შესახებ კანონპროექტი შემუშავებულია, მიმდინარეობს კონსულტაციები კერძო სექტორთან. ფაქტობრივად კანონპროექტმა საბოლოო სახე მიიღო და მასში კერძო სექტორის ინიციატივებიც გათვალისწინებული იქნება. საშემოდგომო სესიაზე ეს კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება, თუმცა რამდენად მოესწრება სამივე მოსმენით მისი განხილვა, ამის თქმა გამიჭირდება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტი ტურიზმის სექტორის ხარისხობრივ გაუმჯობესებას ემსახურება, რა დროსაც კერძო სექტორი სარგებელს პირველ რიგში მიიღებს.
„კანონპროექტის შემუშავებისას კერძო სექტორთან შეხვედრები რამდენჯერმე სხვადასხვა ასოციაციის ფარგლებში გაიმართა. შესაბამისად, პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია და ფაქტობრივად კანონპროექტი ერთობლივად შევიმუშავეთ.
კანონი სექტორის გაუმჯობესებას ემსახურება დაწყებული უსაფრთხოებიდან, სხვადასხვა სტანდარტების დაცვით დასრულდებული, რაც ტურისტისთვის განსაზღვრავს ხარისხს, უსაფრთხოებას. ამით უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას შევძლებთ და ამის პირველი ბენეფიციარი კერძო სექტორი იქნება“, - თქვა სონღულაშვილმა.
ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი სექტემბერში, BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. ის ჯერ კიდევ შარშან ვარაუდობდა, რომ ტურიზმის შესახებ კანონპროექტი 2021 წლის ბოლომდე დაინიცირდებოდა, თუმცა ინტერვიუს დროს ვადების დაკონკრეტებისგან თავს შეიკავა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი