მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

217 ათასი ევრო - მერია MAN-ის ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას გამარტივებული გზით შეიძენს

624b3ada88795
BM.GE
04.04.22 22:40
994
გაჭიანურებული ტენდერის ფონზე, თბილისის მერია MAN-ის ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებას გამარტივებული გზით შეიძენს.

მერიამ 217 500 ევროს შესყიდვაზე ნებართვა უკვე ითხოვა. საუბარია MAN-ის მარკის LION'S CITY A-21 მოდელის 144 ერთეული ავტობუსის მომსახურებაზე, რომელიც შერჩეულმა კომპანიამ 31 მაისის ჩათვლით უნდა გაწიოს.

ავტობუსების ტექნკური მომსახურების ხელშეკრულებას 2022 წლის 29 მარტს გაუუმქდა მოქმედების ვადა. ახალი ტენდერი 25 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა.

„გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოიწვია სატენდერო პროცედურების გახანგრძლივებამ, მიმდინარე შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის აუცილებლობამ და შესაბამისად ტენდერის გახსნის ვადის გადაწევამ“, - განმარტავს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.

ამ დრომდე ავტობუსების ტექნკურ მომსახურებას ,,თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ახორციელებდა.
მიმდინარე ტენდერი 2022-24 წლებში MAN-ის მარკის 144 ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებას მოიცავს. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 18 მლნ ლარია. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 1 648 025 ლარია. ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 21 აპრილს იწურება.