მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

60b5f0ef98f87
ინგა მურუსიძე
01.06.21 12:34
1592
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინით ერთჯერადად არის აცრილი.