მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - ლიდერ ინვესტორებს მზად ვართ განსაკუთრებული პაკეტები შევთავაზოთ

6030eb6ee2c56
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 16:00
861
საქართველოს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისთვის დეპუტატ ბექა ლილუაშვილის მიერ წარდგენილი ინიციატივის საპასუხოდ, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინვესტორების მოსაზიდად საშეღავათო პროგრამების ამოქმედების რესურსი არ აქვს. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ისინი მზად არიან განსაკუთრებული პაკეტები შესთავაზონ ინვესტორებს, თუ ისინი გლობალურად ლიდერი ინვესტორები იქნებიან.

„პოსტპანდემიური ვითარება გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი ნაბიჯებით ვიაროთ, უფრო პროაქტიულად ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. მაგალითად, თუ გლობალური სხვადასხვა ლიდერი ინვესტორები შემოვლენ, მზად ვართ განსაკუთრებით შეღავათიანი პაკეტები შევთავზოთ, დაწყებული უფასოდ, საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ მიწის დანაქტივების გადაცემით, დამთავრებული სერიოზული გრძელვადიანი შეღავათებით სხვადასხვა სფეროში. ამისთვისაც მზად ვართ, რადგან მართლაც არასტანდარტული ვითარებაა და ჩვენ ძალიან სწრაფად გვინდა, რომ აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.