მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: „ბიუჯეტის პროექტი ორ ძირითად მიმართულებას ასახავს"

5fc66cdb6c781
BM.GE
01.12.20 20:16
838
„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის 1400 000 000 ლარის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და, მიუხედავად რესურსების იმ უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, მთავრობას ვალდებულებები და დაპირებებები შესრულებული აქვს.

„ეს ასახული გვაქვს ამ ბიუჯეტის პროექტში - მათ შორის იზრდება მასწავლებლების ხელფასები, ირთვება პენსიონერთა პენსიების ინდექსაციის მექანიზმი და იზრდება პენსია, ასევე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არის საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი - მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში, "აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამებისთვის არის 150 მილიონ ლარზე მეტი ასახული და მთლიანობაში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს თანდათან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანებისთვის ნეგატიური ზიანის შემსუბუქებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ ნაწილდება 2021 წლის 18.4-მილიარდიანი ბიუჯეტი - პროგრამები და მიმართულებები