ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თუნავას განცხადებით, ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო და ისიც მისი კოლეგების მსგავსად ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია იქნება განგრძობადი. მინისტრი ამბობს იმასაც, რომ ფუნდამენტური პრობლემები ეკონომიკას არ აქვს და აგვისტოში 5,8%-იანი ზრდა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი გამყარდება.
"ფუნდამენტური პარამეტრები მართლაც ჯანსაღია, სულ ახლახანს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, იგივე აგვისტოში საკმაოდ მაღალი – 5,8% ზრდა, მთლიანად 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირს და პირიქით, ეს ეკონომკური ზრდა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს, გარდა ამისა, ბიუჯეტიც იყოს სოციალურად ორიენტირებული უფრო მეტად და მეტი რესურსი გვქონდეს იმისთვის, რომ გზები, გაზი, წყალი და სხვა სიკეთეები მივიტანოთ მოსახლეობამდე.
მეორე არის ეროვნული ბანკის საკმაოდ აქტიური პოზიცია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიურ კოორდინაციაში ვართ ეკონომიკური პროფილის უწყებები და ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მათ აქვთ ხელთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული კორექტირება გააკეთონ და ეს ამ ბოლო დროს გამოჩნდა კიდეც.
აქედან გამომიდინარე, მე მინდა გავიზიარო ჩვენი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით.
ლარის კურსი რა თქმა უნდა დროდადრო არის გამოწვევა განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, რომლებიც უფრო მეტად არის დამოკიდებული დოლარზე, თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პოლიტიკის პროცესში, მაგრამ არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს.
აქედან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტენდენცია გამყარების დაიწყო და ეს ტენდენცია იქნება განგრძობადი", - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი